რას ნიშნავს სახის ძვლის მოტეხილობა.
სტატიაში საუბარია მოტეხილობაზე, რომელსაც პაციენტი იღებს სახის ძვლის არეში. ძვალი შესაძლოა მოიტეხოთ ყბისა თუ ცხვირის არეში, თვალის ბუდეში. როგორც წესი, მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ რეკონსტრუქციას.
ძვლის მოტეხილობის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ ტრავმა სახის რომელ უბანში მიიღეთ.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- შეშუპება;
- ტკივილი;
- დაბუჟება;
- სისხლჩაქცევა;
- სახის ფიზიოლოგიური იერსახის შეცვლა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- პაციენტს უჭირს თვალის სხვადასხვა მხარეს მოძრაობა;
- თვალის კაკლები ამოზნექილია;
- ნერწყვის ძლიერი გამოყოფა;
- ღეჭვის ან საუბრის პრობლემა;
- ტკივილი პირის გაღებისას;
- დამტვრეული კბილები.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ტრავმის გამომწვევი მიზეზებია ავტოავარია, წაქცევა, ფიზიკური ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს:
- სპორტული ტრავმა;
- ინციდენტი სამსახურში;
- ოჯახური ძალადობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16025-facial-fractures