რა გართულებებს იწვევს დიაბეტი?

რა გართულებებს იწვევს დიაბეტი?

რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტმა?

დიაბეტის გამო შესაძლოა გაჩნდეს ჯანმრთელობის პრობლემები. გართულება ყალიბდება თანდათან, დროთა განმავლობაში.

რაც უფრო დიდხანს გაქვთ დიაბეტის დიაგნოზი და რაც უფრო ნაკლებ დროს უთმობთ ორგანიზმის გაჯანსაღებას, სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებას, პრობლემების ჩამოყალიბების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

საბოლოო ჯამში დიაბეტის ფონზე ჩამოყალიბებულმა გართულებებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად დააქვეითოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი, სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს გართულება სიცოცხლისთვის საშიშიც კი ხდება.

დიაბეტის გამო შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მდგომარეობები:

  •  გულ-სისხლძარღვთა დაავადება;
  •  ნერვის დაზიანება;
  •  თირკმლის დაზიანება;
  •  თვალის დაზიანება;
  •  ტერფის დაზიანება;
  •  კანის პრობლემები (მაგალითად, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები);
  •  ალცჰაიმერის დაავადება;
  •  სმენის დაქვეითება;
  •  დეპრესია.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetes/symptoms-causes/syc-
20371444