ასთმური შეტევის გამომწვევი მიზეზები

ასთმური შეტევის გამომწვევი მიზეზები

რა იწვევს ასთმურ შეტევებს?

ასთმური შეტევისას, გარკვეული გამღიზიანებლების გამო, ზედმეტად მგრძნობიარე იმუნური სისტემა სასუნთქ გზებს ანთებითსა და შეშუპებულს ხდის.

გამღიზიანებლები ადამიანიდან ადამიანში განსხვავდება, ინდივიდუალურია.

თუმცა ასთმური შეტევის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  •  ყვავილის მტვერი;
  •  შინაური ცხოველები;
  •  ობისა და მტვრის ტკიპა;
  •  ზედა რესპირატორული ინფექციები;
  •  თამბაქოს კვამლი;
  •  ცივი, მშრალი ჰაერის შესუნთქვა;
  •  სტრესი;
  •  გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  •  ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეტევის მიზეზი უცნობი რჩება.

გაითვალისწინეთ, ასთმური შეტევის რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კი ასთმის დიაგნოზი აქვს.

სერიოზული შეტევის რისკის წინაშე ხართ შემდეგი ფაქტორების გამო:

  •  წარსულში უკვე გქონდათ მწვავე ასთმური შეტევა;
  •  ასთმის გამო მოგიწიათ კლინიკაში მკურნალობა ან გადაგიყვანეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში;
  •  ასთმური შეტევის გამო იძულებული იყავით გესარგებლათ ინტუბაციით;
  •  თვეში ორზე მეტი ინჰალატორი გჭირდებათ;
  •  შეტევა შეუმჩნევლად გემართებათ, ანუ ვერ ასწრებთ გამწვავებული სიმპტომების შემჩნევას, გარკვეული საპრევენციო ღონისძიებების გატარებას;
  •  ასთმასთან ერთად გაქვთ სხვა ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის დაავადება, სინუსიტი და სხვა).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/asthma-attack/symptoms-causes/syc-
20354268