ზამთრის ცივ დღეებში სხვადასხვა გამათბობელი საშუალება ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხდება.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ოჯახისთვის ეს ფუფუნებაა - ზოგიერთი ადამიანი სხვა გზით ცდილობს სახლში სითბოს შენარჩუნებას.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს:
- ფანჯარაში არ უნდა დარჩეს ერთი წერტილიც კი, საიდანაც ცივი ჰაერი შემოვა. ხელოსნები გვირჩევენ დახურულ ფანჯარასთან სანთელი მივიტანოთ და გადავამოწმოთ ქუჩიდან ხომ არ აღწევს ოთახში სიცივე;
- ჩამოაფარეთ სქელი ფარდები;
- იატაკზე დაფინეთ ხალიჩები;
- დახურეთ იმ ოთახის კარი, რომელსაც დღის განმავლობაში ხშირად არ იყენებთ;
- შუადღეს მზის სხივები შემოუშვით ოთახში, ფარდები გადასწიეთ, საღამოსთვის კარგად გაათბეთ კედლები;
- მოამზადეთ კერძი - ოჯახს ჯანსაღი სადილი ექნება და ოთახებიც გათბება;
- დალიეთ ცხელი ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი;
- მიირთვით ქათმის ცხელი წვნიანი;
- სხეული გაახურეთ და ამისთვის საჭიროა ივარჯიშოთ, იმოძრაოთ, მაგალითად, დაალაგოთ სახლი და სხვა.
წყარო:
https://www.lifehack.org/articles/lifestyle/10-ways-stay-warm-home-without-heater.html