MedicoMente - დამოკიდებულების სამკურნალო თანამედროვე სამედიცინო ცენტრი

MedicoMente - დამოკიდებულების სამკურნალო თანამედროვე სამედიცინო ცენტრი

MedicoMente კიევში მდებარე სამედიცინო ცენტრია, სადაც მართავენ არაერთ რთულ კლინიკურ შემთხვევას.

ცენტრის მიზანია პაციენტი უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ დაუბრუნდეს ადეკვატურ, ჯანსაღი ცხოვრების წესს.

დაწესებულებაში მკურნალობენ ყველა ტიპის დამოკიდებულებას, მიჩვევას როგორც დაავადებას, რომელსაც საგულდაგულო მზრუნველობა და მართვა სჭირდება.

ექიმები მკურნალობენ საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, იყენებენ სერტიფიცირებულ მედიკამენტებს. სამედიცინო გუნდის თითოეული რგოლი ჩართულია პროცესში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტმა და მისი ოჯახის წევრმა რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტით გაიაროს რეაბილიტაციის კურსი.

დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს:

  • უფასო კონსულტაციას. პაციენტთან და/ან ოჯახის წევრთან მეგობრული საუბარი მთავარი პრობლემის იდენტიფიცირებასა და საკითხის გადაჭრას ეძღვნება. კონსულტაციაზე ისახება მკურნალობის რეჟიმი;
  • ყოვლისმომცველ დიაგნოსტირებას. ინიშნება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ერთვება სხვადასხვა პროფილის ექიმი;
  • დეტოქსიფიკაციას. იგი წარმოადგენს სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შეწყვეტისა და ორგანიზმიდან მოცილების მიზნით ინიშნება. ტოქსიკური სუბსტანციის შესაბამისად ირჩევა შესაბამისი მეთოდი;
  • კომბინირებულ თერაპიას (ინფუზიური და ფარმაკოლოგიური თერაპია, ე.წ. ზიზღის გამომწვევი თერაპია, ფსიქოთერაპია, იბოგაინის თერაპია), რომელიც მაქსიმალურ შედეგს იძლევა;
  • მხარდამჭერ თერაპიას. იგი წარმოადგენს ამბულატორიულ პერიოდს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურ მეთვალყურეობას გულისხმობს. ყოველთვიურად პაციენტი გადის პერსონალურ და დისტანციურ კონსულტაციას, მიმდინარეობს მკურნალობის მონიტორინგი. ეს პროგრამა სრული მკურნალობის კურსის შემდეგ ინიშნება.

ცენტრში უნდა იმკურნალოთ თუ დამოკიდებული ბრძანდებით:

  1. ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოსტიმულატორზე;
  2. ალკოჰოლზე;
  3. სხვადასხვა სახის მედიკამენტზე;
  4. აზარტულ თამაშებზე.

კლინიკა აგრეთვე ემსახურება ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებსაც.

სამწუხაროდ, დღემდე ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს თუ როგორი სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა და რაოდენ კვალიფიციურ მკურნალობას საჭიროებს დეპრესია, შფოთვა, პანიკური შეტევა. ეს არ არის უბრალო ხასიათის ცვლილება და დროულ რეაგირებას მოითხოვს.

არ გადადოთ მკურნალობა და ნუ მიიყვანთ სიტუაციას კრიტიკულ ნიშნულამდე. მიმართეთ MedicoMente-ს სპეციალისტებს, რომლებმაც განათლება და სამუშაო გამოცდილება ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებსა და კლინიკებში მიიღეს.

ცნობისათვის, კლინიკაში მკურნალობენ არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან. სამედიცინო ტურიზმით სარგებლობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი სხვადასხვა დამოკიდებულებით. მათ ცენტრში იზიდავთ მკურნალობის მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი.

MedicoMente-ს დახმარებით უამრავი უცხოელი პაციენტი გამოჯანმრთელდა, გათავისუფლდა დამოკიდებულებისგან და სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში.