ტვინის შერყევა - როდის მივმართოთ ექიმს?

ტვინის შერყევა - როდის მივმართოთ ექიმს?

ტვინის შერყევა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებაა.

ტრავმის გამო ქვეითდება ტვინის ფუნქციები.

ტვინის შერყევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი თავის არეში მიღებული ტრავმა, დარტყმა, დაზიანება, დაცემაა. ტვინის შერყევა ხშირია კონტაქტურ სპორტში.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, ერთ ან 2 დღეში მიმართეთ ექიმს და მაშინაც კი თუ თავის დაზიანების მართვა არ მოითხოვდა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. ეს რეკომენდაცია ეხება როგორც ზრდასრულ,
ისე არასრულწლოვან პაციენტს.

თუ ბავშვს არ აქვს თავის დაზიანების სერიოზული სიმპტომები, კონტაქტურია, ადეკვატურად რეაგირებს, დიდი ალბათობით ტრავმა მსუბუქი ხასიათისაა. შესაძლოა ბავშვს მოუნდეს დაძინება, გაუხშირდეს თვლემა და არ შეგეშინდეთ, ორგანიზმმა უნდა დაისვენოს. მოგვიანებით თუ გამოვლინდა სიმპტომები, გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.

სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარება თუ ბავშვს ან ზრდასრულს აქვს შემდეგი სიმპტომები:

  •  განმეორებითი ღებინება ან გულისრევა;
  •  ცნობიერების დაკარგვა, რომელიც გრძელდება 30 წამზე მეტხანს;
  •  თავის ტკივილი, რომელიც უარესდება დროთა განმავლობაში;
  •  შენიშნეთ სითხე ან სისხლი ცხვირიდან, ან ყურებიდან;
  •  გაფართოებულია თვალის გუგები ან თვალის გუგები არათანაბარია;
  •  ყურებში ერთგვარი რეკვის, წკრიალის ხმა, რომელიც არ ქრება;
  •  მკლავების ან ფეხების სისუსტე;
  •  ქცევის ცვლილება;
  •  ძალიან ფერმკრთალი კანი;
  •  დაბნეულობა ან დეზორიენტაცია;
  •  ბუნდოვანი მეტყველება;
  •  პაციენტს უჭირს კოორდინაციის დაცვა;
  •  კრუნჩხვა, სპაზმი;
  •  ხანგრძლივი ან განმეორებადი თავბრუსხვევა.

 

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/concussion/symptoms-causes/syc-
20355594