თავბრუსხვევა - როგორ მოვიქცეთ სახლში, როგორ  გავიუმჯობესოთ მდგომარეობა?

თავბრუსხვევა - როგორ მოვიქცეთ სახლში, როგორ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა?

თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია.

სტატისტიკის თანახმად, 65 წელს გადაცილებულ პირთა 30%-ს თავბრუსხვევა აქვს.

ადამიანები ამ შეგრძნებას აღწერენ ისე თითქოს გული მისდით, უჭირთ წონასწორობის დაცვა, გარშემო ყველაფერი ბრუნავს, ტივტივებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თავბრუსხვევა უეცრად გამოვლინდა, არის მწვავე ან მიმდინარეობს ხანგრძლივი დროით. ამასთან, დროულად მიმართეთ ექიმს თუ თავბრუსხვევას ვერაფერს უკავშირებთ, ანუ არ იცით თუ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ თავბრუსხვევას თან ახლავს სხვა სიმპტომები.

ცხოვრების წესი თავბრუსხვევის დროს

თუ გაქვთ თავბრუსხვევის განმეორებითი ეპიზოდები უნდა შეიმუშავოთ გარკვეული მეთოდები.

რეკომენდებულია:

  •  გახსოვდეთ, რომ სავსებით მოსალოდნელია დაკარგოთ ბალანსი, რაც თავისთავად ზრდის წაქცევისა და სერიოზული ტრავმის რისკს;
  •  მოერიდეთ მოულოდნელ, მკვეთრ, უეცარ მოძრაობას და თუ საჭიროება მოითხოვს დაიხმარეთ ხელჯოხი;
  •  ოთახში უნდა გქონდეთ კარგი განათება;
  •  სააბაზანოში დაფინეთ ისეთი ხალიჩა, რომელიც არ ცურავს;
  •  თავბრუსხვევას როგორც კი იგრძნობთ დაწექით ან სკამზე კომფორტულად მოთავსდით, ხოლო შემდეგ თვალები დახუჭეთ;
  •  დაუშვებელია მართოთ ავტომობილი;
  •  უარი უნდა თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, მარილსა და კოფეინზე;
  •  მოერიდეთ სტრესს;
  •  აუცილებელია მშვიდი ძილი;
  •  იკვებეთ ჯანსაღად;
  •  ხშირად დალიეთ სითხე;
  •  თუ თავბრუსხვევა კონკრეტული მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოვლინდა, სავარაუდოდ, დისკომფორტი წამლის გვერდითი ეფექტია, შესაბამისად, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს;
  •  თუ თავბრუსხვევა გამოწვეულია ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან გაუწყლოების გამო, დაისვენეთ გრილ ოთახში და დალიეთ წყალი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dizziness/diagnosis-treatment/drc-
20371792