ყელის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში

ყელის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში

ყელის ტკივილი გავრცელებული ჩივილია და განსაკუთრებით ზამთარში.

სამედიცინო ენაზე მას ფარინგიტი ეწოდება.

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ვირუსული ინფექცია, მაგალითად, გაციება ან გრიპი. ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა სტრეპტოკოკული ინფექციის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია, პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკები.

ყელის ტკივილის მკურნალობა სახლში

ამ მეთოდებით ყელის ტკივილის შემსუბუქებაა შესაძლებელი.

რეკომენდებულია:

  •  დაისვენეთ, დაიძინეთ, შეძლებისდაგვარად ბევრი არ ილაპარაკოთ, გაუფრთხილდით ხმას;
  •  ხშირად დალიეთ სითხე (დაუშვებელია კოფეინი და ალკოჰოლი);
  •  მსუბუქად გადასაყლაპი საკვები მიირთვით;
  •  ყელის ტკივილის დროს ძალიან სასარგებლოა ბულიონი, ბოსტნეულის წვნიანი;
  •  აფთიაქში შეიძინეთ ყელის ტკივილისთვის განკუთვნილი წამალი;
  •  გაწუწნეთ კანფეტი;
  •  მოერიდეთ გამღიზიანებელ ფაქტორებს, მაგალითად, ოთახში დაუშვებელია თამბაქოს კვამლი და საწმენდი საშუალებების სუნი;
  •  დარჩით სახლში გამოჯანმრთელებამდე - ამ გზით სხვებსაც დაიცავთ გაციებისგან თუ ვირუსისგან.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sore-throat/diagnosis-
treatment/drc-20351640