როგორ ავირიდოთ თავიდან ეს უსიამოვნო შეგრძნება?
ხელის ან ფეხის თითების დაბუჟება, გაშეშება, მგრძნობელობის დაქვეითება რეინოს დაავადების სიმპტომებია. ამ დაავადების მქონე პირებს მწვავე რეაქცია აქვთ სიცივესა თუ სტრესზე, შესაბამისად, მაპროვოცირებელი რისკ-ფაქტორისc ფონზე უჩივიან ცივ თითებს, კანის ფერის ცვლილებას (თავდაპირველად თეთრია, შემდეგ ლურჯი), დაბუჟებას, ჩხვლეტის შეგრძნებას, მწვავე ტკივილს.
როგორც წესი, დაავადება ხშირია ცივ კლიმატურ გარემოში მცხოვრებ ადამიანებში.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რეინოს დაავადება არ იწვევს სერიოზულ გართულებებს, თუმცა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.
გაითვალისწინეთ, შეტევის დროს შესაძლოა იგივე სიმპტომები გამოვლინდეს ცხვირის, ყურების, ტუჩის არეშიც.
პრევენცია
გარკვეული მეთოდებით რეინოს დაავადების შეტევის პრევენცია შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- დიახ, დედა მართალია და ცივ ამინდში თბილად უნდა შეიმოსოთ. სიცივეში განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს ხელის თითები;
- თუ სიცივის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას უჩივით ცხვირისა და ყურის არეში, მაქსიმალურად დამალეთ ეს მონაკვეთი ცივი ჰაერისგან;
- ვიდრე ავტომობილის მართვას დაიწყებთ, ცივ ამინდში, რამდენიმე წუთით ადრე სალონი გაათბეთ;
- თბილად უნდა გეცვათ სახლშიც. უნდა ჩაიცვათ თბილი წინდა და მაცივრიდან პროდუქტი ხელთათმანით გამოიტანოთ. რეინოს დაავადების მქონე ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მდგომარეობა უმჯობესდება თუ ლოგინში იძინებს წინდითა და ცალთითა ხელთათმანით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/raynauds-disease/symptoms-
causes/syc-20363571