რა არის ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი?
ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი არის სიმპტომების ერთობლიობა, კომპლექსური მდგომარეობა, რომელიც ყალიბდება პირველადი ტრავმის შემდეგ - ნიშნები რამდენიმე კვირას თუ თვეს გრძელდება, ანუ სავარაუდო გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ.
ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელების პროცესი მოიცავს კვირიდან თვემდე პერიოდს, რასაკვირველია, გასათვალისწინებელია კონკრეტული კლინიკური შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის განვითარების რისკი არ არის დაკავშირებული ტვინის შერყევის გამომწვევი დაზიანების სიმძიმეზე.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომები ვლინდება პირველი 7 დღიდან 10 დღემდე და ქრება 3 თვის განმავლობაში; ზოგჯერ სიმპტომატიკა სახეზეა მთელი წლის განმავლობაშიც კი.
შერყევის მკურნალობის ძირითადი მიზანი სიმპტომების ეფექტურად მართვაა, ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის მკურნალობა სიმპტომატიკურია.
ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის სიმპტომებია:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა;
- გაღიზიანება;
- შფოთვა;
- უძილობა;
- კონცენტრაციისა და მეხსიერების დაკარგვა;
- ყურებში ერთგვარი რეკვის ხმა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლესა და ხმაურზე;
- გემოსა და ყნოსვის დაქვეითება (იშვიათად).
ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომისთვის დამახასიათებელი თავის ტკივილი შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის იყოს, მაგალითად, შეიძლება ჰგავდეს შაკიკის თუ დაძაბვის ტკივილსაც.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/post-concussion-
syndrome/symptoms-causes/syc-20353352