როგორ დავიცვათ ჩვილის საფენქვეშა არე?

როგორ დავიცვათ ჩვილის საფენქვეშა არე?

საფენის გამონაყარი და პრევენცია.

ბავშვებში საფენისთვის განკუთვნილ არეში გამონაყარი ხშირია. საფენის გამონაყარი კანის ანთების, ანუ დერმატიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ძირითადი სიმპტომია წითელი, მტკივნეული ლაქები, რომელიც საფენისთვის განკუთვნილ მიდამოში ჩნდება და რის ფონზეც პატარა ადამიანი ღიზიანდება, ჭირვეულობს. ბავშვი დისკომფორტს გრძნობს და ტირის, როდესაც საფენს უცვლით ან გამონაყარს ეხებით.

პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  •  ხშირად გამოუცვალეთ საფენი;
  •  საფენის ყოველ გამოცვლაზე ჩვილის საფენქვეშა არე თბილი წყლით გაწმინდეთ;
  •  კანი პირსახოცით გაუმშრალეთ, მოერიდეთ კანის გაღიზიანებას ზედმეტი ხახუნით;
  •  მჭიდროდ არ შეკრათ საფენი;
  •  შესაბამისი არე შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იყოს საფენის გარეშე, რადგან კანმა ისუნთქოს;
  •  თუ პატარა ხშირად უჩივის გამონაყარს აუცილებლად მიმართეთ პედიატრს - ექიმი შეარჩევს მალამოს, რომელიც კანს გაღიზიანებისგან დაიცავს და ერთგვარ ბარიერს შექმნის საფენთან;
  •  საფენის გამოცვლის შემდეგ საპნით დაიბანეთ ხელი, იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე, შესაბამისად, ბავშვიც დაცული იქნება სხვადასხვა ბაქტერიისგან.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diaper-rash/symptoms-
causes/syc-20371636