სიბრაზის მართვა

სიბრაზის მართვა

გაბრაზებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ცოტამ თუ იცის როგორ მოიქცეს უსიამოვნო სიტუაციაში.

მოგეხსენებათ, ცხელ, განრისხებულ გულზე სიტყვების კონტროლი თითქმის შეუძლებელია! თუმცა თავი ხელში აიყვანეთ, რადგან დამშვიდებულ გონებაზე, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ ადამიანების უმეტესობა ნანობს და რცხვენია თუ რა თქვა.

შეეცადეთ დაძაბულობა იუმორით განმუხტოთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ოქროს შუალედის მოძებნა მოგიწევთ - დიდი განსხვავებაა იუმორსა და სარკაზმს შორის.

შეძლებისდაგვარად გაერიდეთ ნერვული სისტემის მომშლელ ნებისმიერ სიტუაციას.

წარმოგიდგენთ სიბრაზის მართვის სხვა მეთოდებს:

  •  ღრმად ისუნთქეთ;
  •  წარმოიდგინეთ სხვაგან ხართ, თუნდაც სანაპიროზე (ნებისმიერი ადგილი, რომელიც გაბედნიერებთ);
  •  გაისეირნეთ, სუფთა ჰაერით დატკბით;
  •  არ დაგავიწყდეთ ყველას აქვს პრობლემა, ხვალინდელი დღე გაცილებით უკეთესი იქნება და წლების შემდეგ შეიძლება სრულიად უაზროდაც კი მოგეჩვენოთ საკითხი, რომელსაც ამ კონკრეტულ მონაკვეთში ნერვული სისტემა შესწირეთ;
  •  ჩამოწერეთ თუ რა გაბრაზებთ და რატომ;
  •  ცოტა ხნით ხმა არ ამოიღოთ, მოდუნდით, დაფიქრდით რას იტყვით;
  •  სიბრაზეზე, თქვენს ემოციებზე ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს;
  •  ყველა ადამიანმა იცის თუ რა ეხმარება მოდუნებაში, მაგალითად, წიგნის კითხვა, საყვარელი სერიალის ყურება, იქნებ არომატული ყავა? დაიხმარეთ ნებისმიერი სარელაქსაციო მეთოდი.

წყარო:
https://au.reachout.com/articles/8-ways-to-deal-with-anger