თოვლის სასარგებლო თვისებები

თოვლის სასარგებლო თვისებები

გიყვართ თოვლი?

ზოგიერთ ადამიანს ზამთარი იმდენად არ უყვარს საშუალება რომ მივცეთ ამ სეზონს კალენდრიდან სიამოვნებით ამოშლიდა. თუმცა თუ სტატიას კითხულობს ზამთრის მთავარი, "თეთრი აქსესუარის" მოყვარული, დარწმუნებულნი ვართ, გაცილებით მეტი სიამოვნებით იგუნდავებს, თხილამურებით ისრიალებს თუ უბრალოდ ფანჯრიდან დატკბება ფიფქების ყურებით.

თუ თქვენს ქალაქში არ თოვს, წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს ზამთრის კურორტზე დასვენებისთვის:

  •  თოვლში ადამიანი ფიზიკურად გაცილებით აქტიურია;
  •  მშვიდად გძინავთ, რეკომენდებული დროით;
  •  ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ თოვლიან ამინდში კითხვა სასიამოვნოა. წიგნის კითხვა კი ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა, უმჯობესდება მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი, წარმოსახვა;
  •  თოვლი გახსენებთ თუ რამდენად აუცილებელია ორგანიზმისთვის დასვენება;
  •  თოვლიანი ამინდი და ოჯახური სადილი, ოჯახის წევრების ერთ მაგიდასთან შეკრება - რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო? რაც მთავარია სახლში მომზადებული კერძი გაცილებით ჯანსაღია;
  •  თოვლი მხიარულებაა, კარგი გუნება-განწყობილება და სიცილი კი ბუნებრივი ანტიბიოტიკი;
  •  თოვლი ტკივილს ამსუბუქებს;
  •  თოვლი ენერგიას გმატებთ.

წყარო:
https://littlethings.com/lifestyle/benefits-of-a-snow-day