წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდით?

წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდით?

რას ნანობენ ყველაზე ხშირად ადამიანები?

ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სხვანაირად რომ მოქცეულიყავით როგორ განვითარდებოდა თქვენი ცხოვრება?

50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა გულახდილად გვითხრეს თუ რას ნანობენ ყველაზე მეტად და როგორ შეცვლიდნენ ცხოვრებას ისევ 20 წლის ახალგაზრდები რომ იყვნენ.

კვლევაში მონაწილეების პასუხი ასე გამოიყურება:

  • სხვების დასახმარებლად, სხვების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ბევრი არაფერი გამიკეთებია;
  •  საკმარისად არ მოვინდომე, რომ გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა;
  •  პირად ცხოვრებაში საჭიროზე მეტი ვითმინე, არაჯანსაღი ურთიერთობა დროზე ადრე უნდა დამესრულებინა;
  •  სითამამე უნდა გამომეჩინა და პაემანზე დამეპატიჟებინა;
  •  ცხოვრების დინებას მივყევი, ვნებაც გაქრა და რომანტიკაც;
  •  ჩემი მეორე ნახევრისთვის უყურადღებო პარტნიორი ვიყავი;
  •  განქორწინებას ვნანობ, შეგრძნება მაქვს თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღება ვიჩქარე;
  •  ქორწინებაში მხოლოდ შვილების გამო ვიყავი, მეუღლესთან მხოლოდ ბავშვების გამო დავრჩი;
  •  მთელი ძალით ვებღაუჭებოდი უკმაყოფილებას;
  •  ვერ მოვამზადე შვილები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ვანებივრებდი;
  •  შვილებთან დიდ დროს არ ვატარებდი, ნახევარი დღე სამსახურში ვიყავი;
  •  მშობლებთან ურთიერთობისთვის ზედმეტად მცირე დროს ვიმეტებდი;
  •  არაერთხელ მითქვამს უარი გამეკეთებინა ის, რაც რეალურად მინდოდა და ვიქცეოდი ისე როგორც მშობლებს მოეწონებოდათ, ვცდილობდი მათი იმედი, მოლოდინი გამემართლებინა;
  • ის ჩემთვის ძვირფასი იყო, თუმცა რომანტიკული ნაბიჯი ხშირად არ გადამიდგამს;
  •  ისეთი განცდა მაქვს თითქოს სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე;
  •  დიდი დრო დავხარჯე საკუთარი თავის კრიტიკაში;
  •  ნეტა, დახმარება გაცილებით ადრე მეთხოვა;
  •  სკოლა არ უნდა მიმეტოვებინა;
  •  არც კი მიცდია საოცნებო სამსახურში დავსაქმებულიყავი;
  •  ზედმეტად ბევრს ვმუშაობდი;
  •  მეგონა ყოველთვის ახალგაზრდა ვიქნებოდი, თანხა უნდა შემეგროვებინა;
  •  დიახ, ხელიდან გავუშვი ინვესტიციის შესაძლებლობა;
  •  ვნანობ, რომ არ ვიყენებდი შვებულებას, არ ვმოგზაურობდი, არ ვისვენებდი;
  •  თავგადასავლების მეშინოდა, ვნანობ გაბედული რომ არ ვიყავი;
  •  თითქმის ყველა ნაბიჯს წინასწარ ვსაზღვრავდი, გეგმის მიხედვით ვმოქმედებდი - ერთხელ მაინც ვყოფილიყავი სპონტანური;
  •  არ მივირთმევდი ჯანსაღ პროდუქტებს;
  •  ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე არ მიზრუნია;
  •  წლების წინ, ახალგაზრდობაში შეძენილი მეგობრები დავკარგე;
  •  დამნაშავე ვიყავი და ბოდიში არ მომიხდია;
  •  უმადური ვიყავი;
  •  სხვისი აზრი მადარდებდა;
  •  სხვას ჩემს თვალწინ ჩაგრავდნენ, დასაცავად ხმაც კი არ ამომიღია;
  •  მეშინოდა რომ დამცინებდნენ, შესაბამისად, ჩემი ნამდვილი შინაგანი სამყარო ხშირად დამიმალია;
  •  არ ვუსმენდი ინსტიქტს;
  •  ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად ვუყურებდი;
  •  მაცივარში საჭმელი უნდა იყოს და კომუნალური გადასახადი დროულად დაფარო, თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, მხიარულებაზე წინ ყოველთვის ვაყენებდი"ეს უნდა გავაკეთო"
  •  არ ვიყავი კეთილი;
  •  ვუყურებ 18 წლის მეს და ვხვდები ახალგაზრდობის უპირატესობები არ გამოვიყენე;
  •  კარგი პერიოდი დეტალებზე წუხილში გავფლანგე;
  •  ჩემს პირად ბედნიერებაზე არ ვიზრუნე;
  •  ვცდილობდი ასაკის შესაბამისად მემოქმედა, ნაოჭების და ჭაღარის მიღმა კი სადღაც გულში ისევ მხიარული ადამიანი ვიყავი;
  •  ვიდრე დაიღუპებოდა უნდა მენახა, ცოცხალი უნდა მენახა.

წყარო:
https://bestlifeonline.com/most-common-regrets/