რა არის აკნე?
აკნე არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადება. აკნეს დროს თმის ფოლიკულა ცხიმით, კანის მკვდარი უჯრედებით იხშობა.
ჩვეულებრივ, გამონაყარი ჩნდება სახეზე, გულმკერდზე, ზურგზე, მხარზე.
წლების წინ ითვლებოდა, რომ ეს ძირითადად, თინეიჯერებს აწუხებთ, თუმცა ახლა ასაკობრივი ზღვარი წაშლილია - ძალიან ბევრ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი ზრდასრული ასაკის ადამიანია.
მოერიდეთ მუწუკის მექანიკურ გაღიზიანებას, ამორწყვას და განსაკუთრებით სახეზე. მექანიკური გაღიზიანების გამო მდგომარეობა უფრო მწვავდება, შესაბამისად, რთულდება განკურნების პროცესი, მნიშვნელოვნად იზრდება ნაწიბურების გაჩენის რისკი.
აკნეს ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ჰორმონული ცვლილებები;
- ემოციური სტრესი;
- ჭუჭყიანი კოსმეტიკა;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- მენსტრუაცია;
- ორგანიზმში ჭარბი დოზით ცხიმის გამომუშავება;
- ბაქტერია;
- ჰორმონ ანდროგენის აქტივობა;
- ზოგიერთი ტიპის საკვები (რძე, ნახშირწყლები, შოკოლადი).
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/107146#causes