რა სიმპტომებით ვლინდება კომა?
კომა ცნობიერების დაკარგვით მიმდინარე ხანგრძლივი მდგომარეობაა. ყალიბდება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, თავის ტრავმა, ინსულტი, ტვინის სიმსივნე, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ზოგიერთი დაავადება (დიაბეტი ან ინფექცია) და სხვა.
იგი წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობას, მისი მართვის დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია. სწრაფი ჩარევაა აუცილებელი სიცოცხლის, ტვინის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
ჩვეულებრივ, კომის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისა და შესაბამისი მკურნალობის კურსის დაწყების მიზნით, ექიმი ნიშნავს სისხლის ანალიზს და ტვინის სკანირებას.
კომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• დახუჭული თვალები;
• ტვინის ღეროს დაქვეითებული რეფლექსები;
• პაციენტს არ აქვს კიდურების ადეკვატური რეაქცია (მხოლოდ რეფლექსური მოძრაობები);
• პაციენტი არ რეაგირებს გამღიზიანებელზე;
• არარეგულარული სუნთქვა.
გამომწვევი მიზეზი
გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია.
კომა შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი რისკ-ფაქტორების გამო:
- თავის ტრავმული დაზიანება;
- ინსულტი;
- სიმსივნე;
- დიაბეტი;
- ჟანგბადის ნაკლებობა;
- ინფექციები;
- ტოქსინები;
- ალკოჰოლი;
- გულყრა;
- ნარკოტიკი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/coma/symptoms-causes/syc-
20371099