რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?
თმის ცვენა (ალოპეცია) შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი მდგომარეობა, მოიცავდეს მხოლოდ სკალპს, ან მთლიან სხეულს.
გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰორმონული ცვლილებები, ასაკობრივი პროცესი, გენეტიკა.
თმის ცვენისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ.
სავარაუდოდ, არაერთ მეთოდს გაეცნობოდით თუ როგორ შეაჩეროთ თმის ცვენა, თუმცა ექიმის გარეშე თვითმკურნალობას არ გირჩევთ. აუცილებელია დადგინდეს თუ რატომ კარგავთ თმას, დიაგნოსტირების შემდეგ კი დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი.
გამომწვევი მიზეზი
როგორც წესი, ადამიანი ყოველდღიურად კარგავს 50-დან 100 ღერამდე თმას; ეს პროცესი საშიში არაა, რადგან ნორმალური ტემპით ცვენის პარალელურად ახალი იზრდება, ანუ შესამჩნევ შეთხელებას ვერ ამჩნევთ. თმის ცვენის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ძველი ახლით არ ნაცვლდება, ანუ ირღვევა ბალანსი.
თმის ცვენის შესაძლო მიზეზებია:
- გენეტიკა;
- ჰორმონული ცვლილებები (ორსულობა, მშობიარობა, მენოპაუზა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები);
- ჯანმრთელობის პრობლემა;
- ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, კიბოს, ართრიტის, დეპრესიის, გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, პოდაგრას) ერთგვარი გვერდითი ეფექტი;
- სხივური თერაპია თავის არეზე;
- ფიზიკური ან ემოციური შოკი, ცხოვრებაში გადატანილი სტრესი, ძლიერი ტრავმა;
- ზოგიერთი ტიპის ვარცხნილობა (ნაწნავი და სხვა ისეთი ვარცხნილობა, რომლის დროსაც თმა მჭიდროდაა შეკრული, გადაჭიმული).
თმის ცვენის რისკი იზრდება შემდეგი მიზეზების ფონზე:
- დედის ან მამის მხრიდან სიმელოტე, ოჯახური ანამნეზი;
- ძლიერი წონის კლება;
- სტრესი;
- არაჯანსაღი რაციონი;
- დიაბეტი და მგლურა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hair-loss/symptoms-causes/syc-
20372926