სტრესის, კომპიუტერის ეკრანის თუ ავტომობილის მართვის  გამო გადაღლილი თვალები

სტრესის, კომპიუტერის ეკრანის თუ ავტომობილის მართვის გამო გადაღლილი თვალები

რა არის თვალების დაძაბულობა?

თვალების დაძაბულობა გავრცელებული მდგომარეობაა - ძირითადი მიზეზია გადაღლა.

თვალების დაძაბულობა, რასაკვირველია, იწვევს დისკომფორტს, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საშიში არაა - მდგომარეობა უმჯობესდება სათანადო დასვენების ფონზე. ზოგჯერ თვალის დაავადების სიმპტომია, შესაბამისად, აუცილებელი ხდება სათანადო მკურნალობა.

თვალის დაძაბულობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  თვალების ტკივილი, ქავილი, წვა, დაღლა;
  •  ჭარბი ცრემლდენა ან თვალების სიმშრალე;
  •  ბუნდოვანი მხედველობა;
  •  თავის ტკივილი;
  •  კისრის, მხრის, ზურგის ტკივილი;
  •  სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  •  საქმეზე კონცენტრირების პრობლემა;
  •   შეგრძნება თითქოს თვალის გახელა არ შეგიძლიათ.

გამომწვევი მიზეზებია:

  •  ციფრული ტექნიკის ეკრანი;
  •  შეუსვენებლად კითხვა;
  •  დიდ მანძილზე ავტომობილის მართვა;
  •  საქმე, რომელიც თვალების ხანგრძლივ ფოკუსირებას მოითხოვს;
  • კაშკაშა სინათლე;
  •  ცუდი განათების გამო თვალების დაძაბვა;
  •  თვალის პრობლემა, დაავადება;
  •  დაღლილობა, სტრესი;
  •  მშრალი ჰაერი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eyestrain/symptoms-causes/syc-
20372397