რა არის თვალების დაძაბულობა?
თვალების დაძაბულობა გავრცელებული მდგომარეობაა - ძირითადი მიზეზია გადაღლა.
თვალების დაძაბულობა, რასაკვირველია, იწვევს დისკომფორტს, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საშიში არაა - მდგომარეობა უმჯობესდება სათანადო დასვენების ფონზე. ზოგჯერ თვალის დაავადების სიმპტომია, შესაბამისად, აუცილებელი ხდება სათანადო მკურნალობა.
თვალის დაძაბულობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- თვალების ტკივილი, ქავილი, წვა, დაღლა;
- ჭარბი ცრემლდენა ან თვალების სიმშრალე;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- თავის ტკივილი;
- კისრის, მხრის, ზურგის ტკივილი;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- საქმეზე კონცენტრირების პრობლემა;
- შეგრძნება თითქოს თვალის გახელა არ შეგიძლიათ.
გამომწვევი მიზეზებია:
- ციფრული ტექნიკის ეკრანი;
- შეუსვენებლად კითხვა;
- დიდ მანძილზე ავტომობილის მართვა;
- საქმე, რომელიც თვალების ხანგრძლივ ფოკუსირებას მოითხოვს;
- კაშკაშა სინათლე;
- ცუდი განათების გამო თვალების დაძაბვა;
- თვალის პრობლემა, დაავადება;
- დაღლილობა, სტრესი;
- მშრალი ჰაერი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eyestrain/symptoms-causes/syc-
20372397