დაღლილობა, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი, ჩხვლეტის  შეგრძნება ხელებში

დაღლილობა, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში

გეცნობათ სიმპტომები?

რა არის ვიტამინდეფიციტური ანემია?

როდესაც ორგანიზმში გარკვეული ვიტამინების დეფიციტი თუ ნორმაზე ნაკლები რაოდენობაა, ვიტამინდეფიციტური ანემია ყალიბდება.

ამ ტიპის ანემიის დროს ადამიანს არ აქვს C ვიტამინის, B-12 ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლატის ადეკვატური რაოდენობა. თუ თქვენი კვების რაციონი აღნიშნული ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებისგან არ შედგება ან ორგანიზმს უჭირს ამ საკვების შეთვისება, ვიტამინდეფიციტური ანემიის რისკის წინაშე ხართ.

დიაგნოსტირების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ვიტამინების მიღება ან კვების რაციონის ცვლილება - მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევაზე.

სიმპტომები

პათოლოგიური პროცესი ნელა, დროთა განმავლობაში ყალიბდება. თავდაპირველად შეიძლება მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდეს, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომებიც მწვავდება.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  დაღლილობა;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  თავბრუსხვევა;
  •  ფერმკრთალი ან მოყვითალო კანი;
  •  არარეგულარული გულისცემა;
  •  წონის კლება;
  •  დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
  •  კუნთის სისუსტე;
  •  ხასიათის ცვლილება;
  •  გულმავიწყობა ან დაბნეულობა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vitamin-deficiency-
anemia/symptoms-causes/syc-20355025