რა არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა?

რა არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა?

რა უნდა იცოდეთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ?

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც ყალიბდება მძიმე, სტრესული მოვლენის გამო.

ტრავმული მოვლენის შემდეგ ბევრ ადამიანს, რასაკვირველია, აქვს სტრესი, თუმცა ეს დროებითია, მკურნალობის ფონზე დროთა განმავლობაში პაციენტი მდგომარეობიდან გამოდის. თუმცა თუ სიმპტომები მწვავდება და გრძელდება რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, დიაგნოზიპოსტტრავმული სტრესული აშლილობაა.

აშლილობის დროს აუცილებელია მკურნალობა - დროულად დაწყებული მკურნალობის კურსის დახმარებით პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სიმპტომების შემსუბუქებაა შესაძლებელი.

სიმპტომები

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ცხოვრებაში გადატანილი ტრავმული მოვლენიდან ერთ თვეში, თუმცა ზოგჯერ ნიშნები ჩნდება წლების შემდეგ.

სიმპტომები იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. სავსებით შესაძლებელია დარღვევამ სერიოზული გავლენა იქონიოს პირის ყოველდღიური ცხოვრების რიტმზეც.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა იყოფა ოთხ ჯგუფად: მოგონება, თავის არიდება, ფიქრისა და განწყობის ნეგატიური ცვლილება, ფიზიკური და ემოციური რეაქციების ცვლილებები.

სიმპტომები განსხვავებულია, ყველა ადამიანში ინდივიდუალური ფორმით ვლინდება.

სხვადასხვა ფორმის დროს ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, მაგალითად:

  •  ტრავმული მოვლენის შესახებ ხშირი, განმეორებადი, არასასურველი ფიქრები;
  •  წარსულში გადატანილი ტრავმული მოვლენის ხელახლა განცდა, თითქოს ახლა ხდება;
  •  ტრავმული მოვლენის შესახებ სიზმრები, კოშმარები;
  •  ძლიერი ემოციური დისტრესი ან ფიზიკური რეაქცია ისეთ რამეზე, რაც ადამიანს ტრავმულ მოვლენას ახსენებს;
  •  პაციენტი თავს არიდებს ტრავმულ მოვლენაზე ფიქრს ან საუბარს;
  •  პაციენტი ერიდება ადგილს ან საქმიანობას, რომელიც ტრავმულ შემთხვევას ახსენებს (ან გადატანილ სტრესს უკავშირდება);
  •  უარყოფითი ფიქრი საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, სამყაროზე;
  •  პირი უიმედოდ უყურებს მომავალს;
  •  მეხსიერების პრობლემები;
  •  ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა თუ შენარჩუნების პრობლემა;
  •  ადამიანი შორდება ოჯახს, მეგობრებს;
  •  ინტერესის დაკარგვა იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც ადრე გიყვარდათ;
  •  გიჭირთ პოზიტიური ემოციების განცდა;
  •  ადვილია თქვენი შეშინება;
  •  მიუხედავად იმისა რომ მშვიდ გარემოში ხართ, მუდმივად დამცველობით პოზიციაში იმყოფებით, საფრთხეს ელით;
  •  ძილის პრობლემები;
  •  კონცენტრაციის პრობლემა;
  •  გაღიზიანება, სიბრაზე, აგრესია;
  • დანაშაულის ან სირცხვილის შეგრძნება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/post-traumatic-stress-
disorder/symptoms-causes/syc-20355967