რა სიმპტომები ახასიათებს ყურის ქრონიკულ ინფექციას?
ზოგჯერ ყურის ინფექცია ადამიანს რამდენჯერმე უვლინდება და მას მედიკოსები ქრონიკულ ან განმეორებად ინფექციას უწოდებენ. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია ვირუსი, თუმცა ზოგჯერ დამნაშავეა ბაქტერია.
ყურის ინფექციის სამი ტიპი არსებობს, კერძოდ:
- მწვავე ოტიტი;
- ოტიტი გამონადენით;
- ქრონიკული ოტიტი გამონადენით.
ყურის მწვავე ინფექციის სიმპტომებია:
- ყურის ტკივილი;
- სმენის პრობლემა;
- მაღალი სიცხე;
- გულისრევა ან ღებინება;
- გამონადენი ყურიდან;
- ბავშვებში გაღიზიანება და ხშირი ტირილი, ასევე პატარა ეხება დაზიანებულ ყურს.
ყურის ქრონიკული ინფექციისას იშვიათად რომ სიმპტომები გამოვლინდეს. თუმცა ხანგრძლივი დროით მიმდინარე ინფექციას ახასიათებს სმენის პრობლემები.
სხვა შესაძლო სიმპტომებია:
- პაციენტს უჭირს საუბრის გარჩევა, შესაბამისად, აგვიანებს პასუხსა თუ რეაქციას;
- მეტყველების ან კითხვის პრობლემა;
- ბალანსის პრობლემა;
- დაქვეითებული კონცენტრაცია.
ინფექცია ქრონიკულია თუ გრძელდება 3 თვეზე მეტხანს.
ყურის ინფექციას იწვევს:
- ბაქტერიული ინფექცია;
- გაციება;
- გრიპი.
რისკ-ფაქტორებია:
- გადატანილი ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექცია;
- სასის ნაპრალი;
- ყურის ინფექციით ავადობის ოჯახური ანამნეზი.
წყარო: