რა არის ეპიგლოტიტი?
ეპიგლოტიტი ხორხსარქველის ანთება და შეშუპებაა. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია.
ეს დიაგნოზი ემერჯენს კატეგორიას ეკუთვნის, ანუ გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას, მკურნალობას საჭიროებს. მნიშვნელოვანია სამედიცინო ჩარევა მოხდეს მაშინვე როგორც კი სიმპტომები გამოვლინდება.
ჩვეულებრივ, სიმპტომები ჩნდება მოულოდნელად და სწრაფად მწვავდება, პროგრესირებს.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- მწვავე ყელის ტკივილი;
- ყლაპვის გაძნელება და ტკივილი ყლაპვისას;
- სუნთქვის უკმარისობა;
- უჩვეულო ხმა სუნთქვისას;
- მაღალი სიცხე;
- გაღიზიანება და მოუსვენრობა;
- ნერწყვდენა.
ეპიგლოტიტის გამომწვევი მიზეზებია:
- ბაქტერიული ინფექცია;
- სოკოვანი ინფექცია;
- ვირუსული ინფექცია;
- ტრავმა ყელის არეში;
- თამბაქო;
- ქიმიური დამწვრობა;
- სხვა დაავადების გვერდითი ეფექტი და სხვა.
გადამდებია თუ არა?
შეიძლება იყოს!
თუ ეპიგლოტიტის გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექცია სავსებით მოსალოდნელია ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს ნერწყვის წვეთებისა თუ ლორწოს მეშვეობით.
თუ ადამიანს ეპიგლოტიტი დაემართა ტრავმის ან თამბაქოს მოხმარების გამო, ამ შემთხვევაში არ არის გადამდები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17844-epiglottitis