რა არის პარკუჭოვანი ფიბრილაცია?
პარკუჭოვანი ფიბრილაცია პათოლოგიური გულის რიტმის (არითმია) ფორმა, ტიპია. პარკუჭოვანი ფიბრილაციის გამო დაქვეითებულია სისხლის გადატუმბვის ნორმალური ფუნქცია.
პარკუჭოვანი ფიბრილაცია გადაუდებელი მდგომარეობაა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. აღნიშნული პათოლოგიური პროცესის გამო ხშირად ყალიბდება გულის უეცარი სიკვდილი.
სიმპტომები
პარკუჭოვანი ფიბრილაციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კოლაფსი, ცნობიერების დაკარგვაა.
საყურადღებო ნიშნებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ტაქიკარდია (ძალიან სწრაფი გულისცემა);
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა;
- სუნთქვის უკმარისობა.
პარკუჭოვანი ფიბრილაციის ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორებია:
- წარსულში გადატანილი პარკუჭოვანი ფიბრილაციის ეპიზოდი;
- წარსულში გადატანილი გულის შეტევა;
- თანდაყოლილი გულის დაავადება;
- კარდიომიოპათია;
- ტრავმა/დაზიანება, რომელიც ვნებს გულის კუნთს;
- ორგანიზმში კალიუმის ან მაგნიუმის სერიოზული დისბალანსი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ventricular-
fibrillation/symptoms-causes/syc-20364523