რა არის ექტროპიონი?
ექტროპიონი არის მდგომარეობა, როდესაც ქუთუთო ბრუნდება. შედეგად ქუთუთოს შიდა ნაწილის ზედაპირი დაუცველი რჩება, მნიშვნელოვნად იზრდება გაღიზიანების რისკი.
ეს მდგომარეობა ხშირია ხანდაზმულებში.
მწვავე ექტროპიონის დროს მთლიანი ქუთუთოა ამობრუნებული. თუ გეცნობათ ეს სიმპტომი პაციენტი მიიყვანეთ ექიმთან კონსულტაციაზე.
თითოეული კლინიკური შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ექტროპიონის დროს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ხელოვნური ცრემლი და მალამო. როგორც წესი, მდგომარეობის სრული მართვისთვის საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- კუნთის სისუსტე;
- სახის პარალიზი;
- ნაწიბურები;
- წარსულში ქუთუთოზე ჩატარებული ოპერაცია;
- გენეტიკური დარღვევა (როდესაც ექტროპიონი თანდაყოლილია);
- წანაზარდი ქუთუთოზე.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ოფთალმოლოგს თუ შეამჩნიეთ, რომ თვალები მუდმივად გიცრემლიანდებათ ან გიღიზიანდებათ, ქუთუთომ მიიღო უჩვეულო მდგომარეობა.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ უკვე გაქვთ ექტროპიონის დიაგნოზი და გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- თვალების სიწითლე;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მხედველობის დაქვეითება.
გახსოვდეთ, აღნიშნული დიაგნოზის დროს ეს სიმპტომები საშიშია, აუცილებელია პაციენტი დროულად მოთავსდეს კლინიკაში - ყველა ეს ნიშანი მხედველობას ვნებს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ectropion/symptoms-causes/syc-
20351164