რა უნდა იცოდეთ ასთმური შეტევის შესახებ?
ასთმური შეტევა (ასთმის გამწვავება) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ხდება ანთებითი და შუპდება.
შეტევის დროს სასუნთქი გზების გარშემო მდებარე კუნთები იკუმშება, ვიწროვდება და გამომუშავდება ზედმეტი ლორწო. ჯაჭვური რეაქციის ფონზე ბრონქები ვიწროვდება.
ასთმური შეტევის დროს ვლინდება არაერთი სიმპტომი. მსუბუქი შეტევის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა მწვავე კლინიკურ შემთხვევებში თვითმკურნალობა დაუშვებელია, პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში.
ასთმური შეტევის დროული შეჩერების ეფექტური საშუალება სიმპტომების ამოცნობა და შესაბამისად, ადრეულ სტადიაზე მართვაა. ასთმის მქონე პაციენტებს ჰყავთ მკურნალი ექიმი, შესაბამისად, იციან როგორც მკურნალობის, ისე მართვის მეთოდები.
ასთმური შეტევის სიმპტომებია:
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის ტკივილი ან დაჭიმულობა,ხველა;
- დაბალი პიკური დინება;
- ინჰალატორის გამოყენების მიუხედავად არ მსუბუქდება სიმპტომები.
ასთმური შეტევის ნიშნები და სიმპტომები თითოეული პაციენტის ორგანიზმში სხვადასხვა ფორმით ჩნდება.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა ან ხრიალი, განსაკუთრებით ღამით, ან დილით ადრე;
- სუნთქვის უკმარისობის გამო გიჭირთ საუბარი, ახერხებთ მხოლოდ მოკლე წინადადებების თქმას;
- სუნთქვის დროს გულმკერდის კუნთები გეჭიმებათ;
- ისარგებლეთ ინჰალატორით, თუმცა შვება ვერ იგრძენით, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
ასთმური შეტევა სერიოზული მდგომარეობაა, მაგალითად, იწვევს შემდეგ პრობლემებს:
- ირღვევა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი, ამასთან, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება აისახება თქვენთან მცხოვრებ პირებზეც;
- ხშირად მიმართავთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს, რაც თავისთავად იწვევს სტრესს, ასევე სერიოზულ ფინანსურ დანახარჯს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/asthma-attack/symptoms-causes/syc-
20354268