ყელის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.
შესაძლოა უჩიოდეთ ყელის ტკივილს, გაღიზიანებას, ერთგვარი კაწვრის, ჩხაპნის შეგრძნებას - მდგომარეობა უარესდება ყლაპვის ფონზე.
ყელის ტკივილს სამედიცინო ენაზე ფარინგიტი ეწოდება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ვირუსული ინფექციაა (მაგალითად, გაციება ან გრიპი). ზოგჯერ გამომწვევი მიზეზია სტრეპტოკოკული ინფექცია; გაითვალისწინეთ, ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილი სახლში მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა სტრეპტოკოკული ინფექციის შემთხვევაში უნდა მიიღოთ ექიმის მიერ გამოწერილი
ანტიბიოტიკები, რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპია.
სიმპტომები
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე ყელის ტკივილის სიმპტომები მრავალფეროვანია.
ძირითადი ნიშნებია:
- ტკივილი ან ფხაჭნის შეგრძნება ყელში;
- ტკივილი, რომელიც მწვავდება ყლაპვის ან საუბრის დროს;
- ყლაპვის გაძნელება;
- შეშუპებული ჯირკვლები;
- შესიებული, შეწითლებული ნუშურა ჯირკვლები;
- თეთრი ნადები ან ჩირქი ნუშურა ჯირკვლებზე;
- ხმის ჩახლეჩა.
ინფექციით ჩამოყალიბებული ყელის ტკივილის დროს ჩნდება სხვა დამატებითი სიმპტომები, მაგალითად:
- სიცხე;
- ხველა;
- სურდო;
- ცემინება;
- სხეულის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- გულისრევა ან ღებინება.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ პაციენტი ბავშვია
პატარა ადამიანი აუცილებლად წაიყვანეთ პედიატრთან თუ დილით, პირველი სითხის მიღების შემდეგ ყელის ტკივილი არ გაქრება.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- სუნთქვის გაძნელება;
- ყლაპვის გაძნელება;
- უჩვეულო ნერწყვდენა.
თუ პაციენტი ზრდასრულია
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ყელის ტკივილს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები.
ზრდასრულებისთვის საყურადღებო ნიშნებია:
- ძლიერი ყელის ტკივილი;
- ყელის ტკივილი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია გაწუხებთ;
- სუნთქვის გაძნელება;
- ყლაპვის გაძნელება;
- გიჭირთ პირის გაღება;
- სახსრების ტკივილი;
- ყურის ტკივილი;
- ალერგიის მსგავსი გამონაყარი;
- მაღალი სიცხე;
- სისხლი ნახველში ან ნერწყვში;
- ხშირად ავადობთ ყელის ტკივილით;
- გრძნობთ შესიებას ყელში;
- 2 კვირაზე მეტია ხმა ჩაგეხლიჩათ;
- შეშუპება ყელის ან სახის არეში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sore-throat/symptoms-
causes/syc-20351635