რა არის ტერფის ჩამოვარდნა?
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ტერფის წინა ნაწილის აწევა უჭირს და უხეშად რომ ვთქვათ, სიარულის დროს ფეხს მიათრევს, ნაბიჯებს ნორმალურად ვერ დგამს. შეამჩნევთ, რომ ადამიანი სიარულის დროს წევს ბარძაყს თითქოს კიბეზე ადისო, ამ გზით ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას.
ტერფის ჩამოვარდნა არ არის დაავადება და რეალურად სიმპტომია - იგი მიგანიშნებთ ნევროლოგიურ, კუნთოვან ან ანატომიურ პრობლემაზე.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეს სიმპტომი დროებითია, თუმცა ზოგჯერ მუდმივი, შესაბამისად, ტერფის ნორმალურ პოზაში შენარჩუნების მიზნით, საჭირო ხდება სპეციალური სამედიცინო საბჯენით სარგებლობა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი კარგავს მგრძნობელობას ტერფის კანზე.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე ტერფის ჩამოვარდნა შესაძლოა გაწუხებდეთ როგორც ერთ, ისე ორივე ფეხზე.
ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- ნერვის დაზიანება, ტრავმა;
- კუნთის ან ნერვის დარღვევები;
- თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/foot-drop/symptoms-causes/syc-
20372628