რა არის პერნიო?
პერნიო კანში არსებული პატარა სისხლძარღვების მტკივნეული ანთებაა, რომელიც ვლინდება სიცივის გამო (სიცივეში არ იგულისხმება ყინვა).
სიმპტომები ლაგდება ერთიდან 3 კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა თბება (თბილ ამინდში).
პერნიოს ახასიათებს რეციდივი, ანუ შესაძლოა წლების განმავლობაში სეზონურად გამოვლინდეს.
მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია თავი დაიცვათ სიცივისგან, სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენოთ ლოსიონი.
როგორც წესი, მდგომარეობა მუდმივ ტრავმად არ იქცევა, თუმცა პერნიო ზოგჯერ ინფექციაში გადადის, რაც არანამკურნალებელ შემთხვევაში სერიოზულ დაზიანებას იწვევს.
პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად მოერიდოთ სიცივეში ქუჩაში ყოფნას, თბილად შეიმოსოთ, სხეულის მოშიშვლებული კანი დაიფაროთ.
პერნიოსთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- კანის ქავილი, სიწითლე (ძირითადად, ხელსა და ფეხზე);
- კანის წყლული ან ბებერები;
- კანის შეშუპება;
- წვის შეგრძნება კანზე;
- კანის ფერის ცვლილება, მაგალითად, წითლიდან მუქ ლურჯამდე,რომელსაც თან ახლავს ტკივილი.
ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
- ცივ ამინდში გაცვიათ ისეთი სამოსი, რომელიც კანზეა მოტკეცილი;
- სქესი (ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ);
- ზედმეტი სიგამხდრე;
- გარემო და სეზონი;
- დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის სისტემა;
- რეინოს დაავადება;
- ავტოიმუნური დარღვევა.
პრევენცია
პრევენციისთვის გირჩევთ:
- მოერიდეთ სიცივეში დიდხანს ყოფნას;
- თბილად ჩაიცვით, სამოსში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ;
- რასაკვირველია, ცივ ამინდში სხეულის დიდი არე დაფარულია, თუმცა პერნიო ნებისმიერ მოშიშვლებულ ზედაპირს ადვილად აზიანებს, შესაბამისად, კანი მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ გამღიზიანებელს;
- სახლსა და ოფისში აუცილებელია გქონდეთ სითბო;
- უარი თქვით თამბაქოზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chilblains/symptoms-
causes/syc-20351097