გასქელებული, თეთრი ლაქები ღრძილებზე, ლოყის შიდა  ზედაპირზე

გასქელებული, თეთრი ლაქები ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე

რა არის ლეიკოპლაკია?

ლეიკოპლაკია შესქელებული თეთრი ლაქებია, რომელიც ჩნდება ღრძილზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, ზოგჯერ ენაზე.

ექიმებმა ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან, თუმცა შესაძლო რისკ-ფაქტორებია თამბაქო, ღეჭვა.

ლეიკოპლაკია უმეტესად არ არის სიმსივნური, თუმცა ზოგჯერ ავლენს სიმსივნური წარმონაქმნის გარკვეულ თვისებებს, ადრეულ ნიშნებს. სწორედ ამიტომ სასურველია მიმართოთ სტომატოლოგს, პირის ღრუში გაჩენილი ნებისმიერი ცვლილება შეაფასებინოთ სპეციალისტს.

ლეიკოპლაკიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  თეთრი ან მონაცრისფრო ლაქები, რომელიც არ შორდება;
  •  არარეგულარული ან ბრტყელი ლაქები;
  •  გასქელებული ან გამაგრებული ლაქები;
  •  ჩნდება ამობურცული, წითელი ლაქების გასწვრივ, რომელიც უფრო ხშირადაა დაკავშირებული წინასიმსივნურ ცვლილებებთან.

თმიანი ლეიკოპლაკია იწვევს ხაოიან, თეთრ ლაქებს, რომელიც ყალიბდება ენის გვერდებზე არსებულ ზედაპირზე. თმიანი ლეიკოპლაკია ხშირად აწუხებთ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებს.

როდის მივმართოთ ექიმს?

როგორც წესი, ლეიკოპლაკია არ იწვევს დისკომფორტს, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გაცილებით სერიოზული მდგომარეობის მანიშნებელია.

მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

  •  პირის ღრუში არსებული თეთრი ლაქები ან წყლულები არ ალაგდა 2 კვირაში;
  •  პირის ღრუში შენიშნეთ თეთრი, წითელი ან მუქი ფერის ლაქები, შესიება/შეშუპება;
  •  პირის ქსოვილის მუდმივი ცვლილებები;
  •  ყლაპვის დროს ყურის ტკივილი;
  • გიჭირთ პირის ფართოდ გაღება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/leukoplakia/symptoms-
causes/syc-20354405