ენერგიის მომატების ბუნებრივი მეთოდები - მთელი დღე  ენერგიულად რომ გაატაროთ

ენერგიის მომატების ბუნებრივი მეთოდები - მთელი დღე ენერგიულად რომ გაატაროთ

დღის განმავლობაში უჩივით უენერგიობას, დაღლილობას?

ყოველდღიური ცხოვრების წესი გარკვეული მოვალეობებისგან შედგება, რომლის გამოც შესაძლოა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამოიფიტოთ, გქონდეთ შეგრძნება რომ ძალა აღარ გაქვთ.

მოგეხსენებათ, საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს ადამიანი საკვებით ითვისებს, შესაბამისად, რაციონი უნდა შედგებოდეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტებით.

დაღლილობის, თავის ტკივილის ან უხასიათობის მიზეზი სავსებით შესაძლებელია იყოს თვითნებურად შერჩეული დიეტა, რომელიც ხშირად, ფაქტობრივად, შიმშილი უფროა, ვიდრე წონის კლებისთვის განკუთვნილი რაციონი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ბუნებრივ მეთოდს, რომელიც ენერგიით აგავსებთ:

  •  აკონტროლეთ სტრესი;
  •  ზედმეტად არ გადაიტვირთოთ საქმით თავი;
  •  ივარჯიშეთ;
  •  უარი თქვით თამბაქოზე;
  •  დალიეთ ყავა;
  •  აკონტროლეთ ალკოჰოლის დოზა;
  •  დალიეთ წყალი.

წყარო:
https://www.health.harvard.edu/energy-and-fatigue/9-tips-to-boost-your-energy-naturally