რომელი მდგომარეობის სიმპტომებია ხანგრძლივი მენსტრუაცია და ციკლის დროს ძლიერი სპაზმი?

რომელი მდგომარეობის სიმპტომებია ხანგრძლივი მენსტრუაცია და ციკლის დროს ძლიერი სპაზმი?

რა არის ადენომიოზი?

ადენომიოზი ვითარდება მაშინ, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილი ჩაზრდილია საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილში.

ექიმებისთვის ადენომიოზის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადება, როგორც წესი, ქრება მენოპაუზის (კლიმაქსი) შემდეგ.

თუ ადენომიოზი იწვევს ძლიერ დისკომფორტს, მოწოდებულია ჰორმონული თერაპია. ადენომიოზი იკურნება ჰისტერექტომიით (საშვილოსნოს ამოკვეთა).

სიმპტომები

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება მსუბუქი დისკომფორტით.

სხვა შემთხვევებში ადენომიოზი იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  •  ძლიერი ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენა;
  •  მენსტრუაციის დროს ძლიერი სპაზმი ან ბასრი ტკივილი მენჯის არეში;
  •  ქრონიკული მენჯის ტკივილი;
  •  ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
  •  შესაძლოა საშვილოსნო ზომაში გაიზარდოს.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ხანგრძლივი ან ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა, მწვავე სპაზმი და დისკომფორტი, რომელიც ხელს გიშლით ყოველდღიურ, ნორმალურ აქტივობაში.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/adenomyosis/symptoms-
causes/syc-20369138