ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს.
რას ნიშნავს ცხვირის ღრუს დახშობა?
ცხვირის ღრუს დახშობას საზოგადოებაში ცხვირის შეკვრას, ცხვირის გაჭედვას უწოდებენ. ვლინდება მაშინ, როდესაც ცხვირში ქსოვილები და სისხლძარღვები სივდება, გამოიყოფა სითხე და ადამიანს აქვს დახშობის შეგრძნება. მას შესაძლოა. ახლდეს ან არ ახლდეს გამონადენი.
ცხვირის ღრუს დახშობა, ჩვეულებრივ, არ არის სერიოზული, თუმცა გაღიზიანებას ნამდვილად იწვევს მოზარდებსა და ზრდასრულებში. გაითვალისწინეთ, თუ ზრდასრულებისთვის ეს უბრალოდ დისკომფორტია, გაცილებით სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს პატარა ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან ბავშვი დაძინებას ვერ ახერხებს, ჩვილს კი სათანადოდ კვება უჭირს.
როდის მივმართოთ ექიმს?
ზრდასრულებმა უნდა მიმართონ ექიმს შემდეგი ნიშნების შემთხვევაში:
• სიმპტომები გრძელდება 10 დღეზე მეტხანს;
• გაქვთ მაღალი სიცხე;
• ცხვირიდან გამონადენს აქვს ყვითელი ან მწვანე შეფერილობა და ამავდროულად გაქვთ სიცხე, ან სინუსის ტკივილი. შესაძლოა იყოს ბაქტერიული ინფექცია;
• თავის ტრავმის შემდეგ გამონადენში შენიშნეთ სისხლი ან გამონადენი ხშირი და გამჭირვალეა.
თუ პაციენტი ბავშვია აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
• ბავშვი 2 თვემდე ასაკისაა და აქვს სიცხე;
• სურდოს თუ ცხვირის დახშობის გამო პატარას უჭირს სუნთქვა ან ძუძუთი კვება.
გამომწვევი მიზეზი
ცხვირის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც კი აღიზიანებს ცხვირის ქსოვილებს, მაგალითად, ინფექციები, ალერგია. ცხვირის დახშობისა და სურდოს მიზეზი შეიძლება იყოს თამბაქო.
ცხვირის ღრუს დახშობის პოტენციური გამომწვევი მიზეზებია:
- მწვავე სინუსიტი;
- ალკოჰოლი;
- ალერგია;
- ქრონიკული სინუსიტი;
- გაციება;
- მშრალი ჰაერი;
- გადიდებული ადენოიდები;
- ცხარე საკვები;
- ცხვირში უცხო სხეული;
- გრიპი;
- ჰორმონული ცვლილებები;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ცხვირის პოლიპები;
- არაალერგიული რინიტი;
- ძილის აპნოე;
- თამბაქო;
- სტრესი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/nasal-congestion/basics/definition/sym-20050644