მოგითხრობთ იმ 5 ჰორმონის შესახებ, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თქვენს გუნება-განწყობილებაზე.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
დოპამინი
ეს ბედნიერების ჰორმონი ნამდვილი ნეიროტრანსმიტერი, ნეირომედიატორია, რომელიც ტვინის ე.წ. „ჯილდოს სისტემას“ ააქტიურებს. მაგალითად, თუ სამსახურში მუშაობისთვის შეგაქებენ, ორგანიზმში ამ ჰორმონის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ორგანიზმს დოპამინით დაასაჩუქრებთ, თუ რეალურ მიზანს დაისახავთ. ასევე სასარგებლოა ნებისმიერი ჯანსაღი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სეროტონინი
თქვენს ხასიათზე, გუნება-განწყობილებაზე ეს ჰორმონი დიდ გავლენას ახდენს. მისი გამომუშავების ბუნებრივი გზა ყოველდღიური ვარჯიშია, თუნდაც სეირნობა.
ოქსიტოცინი
მას ხშირად უწოდებენ სიყვარულის ჰორმონს. დიდი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და ოქსიტოცინითაც დასაჩუქრდებით.
ესტროგენი
ეს ბედნიერების ჰორმონი სეროტონინის ფორმირებას უწყობს ხელს და გიცავთ გაღიზიანებისგან, შფოთვისა და მღელვარებისგან. ესტროგენის დონე მცირდება მენოპაუზის დროს. ასევე მისი მაჩვენებელი იკლებს თამბაქოს მოხმარებისა და ინტენსიური, გადაჭარბებული ვარჯიშის გამო. ჰორმონის ბალანსი რომ არ დაირღვეს, მაქსიმალურად შეეცადეთ მართოთ სტრესი.
პროგესტერონი
პროგესტერონი გეხმარებათ დაიძინოთ მშვიდად, ახდენს შფოთვისა და გაღიზიანების პრევენციას.
ბედნიერების ჰორმონებს ბუნებრივი გზით გამოიმუშავებთ შემდეგი მეთოდებით:
- სასიამოვნო მუსიკით;
- ჯანსაღი ნახშირწყლებით;
- იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც გიყვართ;
- სტრესისგან გათავისუფლებით. შეიძლება დაგეხმაროთ იოგა, ცხელი აბაზანა, ჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობა. ერთი სიტყვით ნებისმიერი საქმე, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
წყარო:
https://www.besthealthmag.ca/best-you/mental-health/how-to-boost-your-happy-hormones/