რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის.
რეკომენდებულია ხშირად მიირთვათ საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ანტიოქსიდანტებით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
ტვინისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:
- მოცვი;
- კვერცხი;
- თევზი;
- ფორთოხალი;
- წითელი წიწაკა;
- კივი;
- პომიდორი;
- მარწყვი;
- ბროკოლი;
- ფოთლოვანი კომბოსტო;
- ისპანახი;
- ნიგოზი;
- გოგრის თესლი;
- მთლიანი მარცვლეული.
რაც შეეხება სასმელს, ტვინის ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება ჩაი და ყავა.
შეგახსენებთ, ტვინისთვის აუცილებელია როგორც ჯანსაღი კვების რაციონი, ისე ვარჯიში.
ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს აზროვნების უნარს, დადებითად აისახება მეხსიერებაზე.
ფიზიკურად აქტიური ადამიანი უკეთ ახერხებს საქმეზე კონცენტრირებას, ეფექტურად სახავს სამომავლო სამოქმედო გეგმას.
ვარჯიშის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევის პროცესი, შესაბამისად, ტვინი მარაგდება ჟანგბადითა და ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით.
წყარო:
https://premierneurologycenter.com/blog/10-foods-that-improve-brain-health/