გვეთანხმებით?
სამწუხაროდ, ყველა რომანტიკული ურთიერთობა ბედნიერი ფინალით არ გვირგვინდება.
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს სოციალური ქსელით. არაერთხელ გეტყოდათ გახარებული მეგობარი, რომ სასურველმა ადამიანმა მისი ატვირთული "სთორი" ნახა, ფოტოზე დაუკომენტარა თუ სხვა - შესაბამისად, სოციალური ქსელები სასიყვარულო ურთიერთობის შემადგენელი ნაწილიც კი გახდა.
თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც წყვილი ერთმანეთს შორდება და საჭიროა თუ არა ყოფილი ისევ ეწერებოდეს მეგობრების სიაში?
რასაკვირველია, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს თუ რატომ აღარ არის ყოფილის ადგილი თქვენს ცხოვრებაში, მითუმეტეს სოციალურ ქსელში:
- დიდი ალბათობით შორიდან ინტერესდება თქვენი ცხოვრებით, ფარულად ათვალიერებს ფოტოებს, იგებს ინფორმაციას თუ სად, ვისთან ისვენებდით და სხვა. რატომ ანიჭებთ ასეთ პრივილეგიას? თქვენი ცხოვრება მათი საქმე ნამდვილად აღარაა. უკეთ რომ მოენდომებინა ყოფილი არ ერქმეოდა და თქვენი პარტნიორის სტატუსით შეძლებდა დასწრებოდა ყველა იმ მოვლენას, რომელსაც ახლა ფოტოებით ეცნობა;
- სავსებით შესაძლებელია უშუალოდ თქვენ ხართ ის, ვინც ყოფილის გვერდს დღეში უანგარიშოდ ათვალიერებს და იმასაც კი ამოწმებს ვინ დაიმატა მეგობრებში. სამწუხაროდ, ეს პროცესი იმედგაცრუებასთან, ტანჯვასთან მიგიყვანთ. საკუთარ თავს გაუკეთეთ ღირებული საჩუქარი და ყოფილი წაშალეთ;
- რისთვის გყავთ სხვა ადამიანები მეგობრების სიაში? ისინი ან ოჯახის წევრები არიან, ან მეგობრები, იქნებ თანამშრომლები, შეიძლება შორეული ნათესავებიც კი. ამ სიაში რა ადგილი უჭირავს ყოფილ შეყვარებულს? თუ სოციალური ქსელიდან არ შლით გამოდის, რომ ცდილობთ თქვენს ცხოვრებაში ისევ დარჩეს;
- დაშორების შემდეგ, სევდიანი მუსიკის ფონზე, ძველი ფოტოების თვალიერებისას მასთან გატარებული ბედნიერი წუთები გაგახსენდათ და ნოსტალგია შემოგაწვათ? ძველი კადრები ცრემლებით რომ არ დაასველოთ, წაშალეთ;
- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ განშორებით გამოწვეულ ტკივილს ვერ გააყუჩებთ თუ დღის განმავლობაში არაერთხელ შეგხვდებათ ყოფილის აქტივობა. ყოველ ჯერზე, როცა მისი ფოტოები გამოჩნდება ან ნახავთ თუ რას გეგმავს, მაგალითად, შემდეგ კვირას, ჭრილობა ხელახლა გაგეხსნებათ;
- წარსული წარსულია! ადამიანი, რომელიც სოციალური ქსელიდან წასაშლელად არ გემეტებათ, ყოფილია და მომავალთან არაფერი აკავშირებს.
წყარო:
https://www.bolde.com/8-reasons-its-time-to-delete-your-ex-on-social-media/