თუ სახსარი შეშუპებული, შეწითლებულია და გტკივათ -  მკურნალობა სახლის პირობებში

თუ სახსარი შეშუპებული, შეწითლებულია და გტკივათ - მკურნალობა სახლის პირობებში

სასარგებლო რეკომენდაცია.

თუ მოძრაობის დროს უჩივით ტკივილს, სახსარი შეშუპებული და შეწითლებულია, დაზიანებულ არეში გრძნობთ დაჭიმულობას, სავარაუდოდ, თქვენი დიაგნოზი ბურსიტია.

ბურსიტი

ბურსიტი მტკივნეული, გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ვნებს მცირე ზომის, სითხით სავსე სასახსრე ჩანთებს.

ბურსიტი ხშირად ჩნდება იდაყვის, მხრის, ბარძაყის არეში.

გაფრთხილება

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა და მხოლოდ შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე დაინიშნოს მკურნალობის კურსი.

თვითმკურნალობა დაუშვებელია შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

  •  სახსრის ტკივილის გამო იმდენად შეზღუდული ხართ, რომ დაქვეითებულია თქვენი ჩვეული, ყოველდღიური ცხოვრების რიტმი;
  •  სრულიად მოულოდნელად, უეცრად გაგიჭირდათ მოძრაობა, ვეღარ ამოძრავებთ სახსარს;
  •  დაზიანებულ არეში გამოვლინდა ძლიერი შეშუპება და სიწითლე ან გამონაყარი;
  •  გაქვთ სიცხე;
  •  ფიზიკური აქტივობის შემდეგ გრძნობთ ბასრ, გამჭოლ ტკივილს.ცხოვრების წესი და მკურნალობა სახლის პირობებში გარკვეული მეთოდებით ბურსიტით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია.

გირჩევთ:

  •  დაისვენეთ, არ გადატვირთოთ დაზიანებული, მტკივნეული არე;
  •  სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაიდეთ ყინული - ამ გზით შემცირდება შეშუპება;
  •  მიიღეთ თბილი აბაზანა ან დაიდეთ სათბურა;
  •  გვერდზე წოლის შემთხვევაში მუხლებს შორის დაიდეთ პატარა ზომის ბალიში.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bursitis/diagnosis-treatment/drc-
20353247