დერმატიტი კანის ანთება, გაღიზიანებაა.
იგი ძალიან გავრცელებულია, არაერთი რისკ-ფაქტორის ფონზე ყალიბდება და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.
დერმატიტის დროს პაციენტი უჩივის ქავილს, კანი გამომშრალი, შეშუპებული და გაღიზიანებულია, ჩნდება გამონაყარი.
სხვადასხვა ტიპის არსებობს, მაგალითად: ეგზემა, კონტაქტური, სებორეული, ფოლიკულური დერმატიტი. თითოეული ფორმა ინდივიდუალური სიმპტომებით მიმდინარეობს, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს.
პრევენცია
თუ ისეთ გარემოში გიწევთ ყოფნა, სადაც მაღალია კანის გაღიზიანების რისკი, შეიმოსეთ დამცავი სამოსით.
სასურველია, მოერიდოთ კანის გამოშრობას, რადგან კანის სიმშრალე ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია.
გირჩევთ:
- მიიღოთ შხაპი თუ აბაზანა მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში;
- დაბანისას ისარგებლეთ თბილი წყლით, ცხელი არაა სასარგებლო (შეგიძლიათ გამოიყენოთ შხაპისთვის განკუთვნილი ზეთებიც);
- გაითვალისწინეთ, ზოგიერთი საპონი იწვევს კანის გამოშრობას. შესაბამისად, შეარჩიეთ გამწმენდი, რომელიც არ შეიცავს საპონს და რომელიც არ არის სურნელოვანი;
- დაბანის შემდეგ კანი რბილი პირსახოცით გაიშრეთ;
- სასარგებლოა კანის დატენიანება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatitis-eczema/symptoms-
causes/syc-20352380