სტატიის წაკითხვის შემდეგ ხაჭოს აუცილებლად მიირთმევთ.
ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმსა და სხვა სასარგებლო მინერალებს.
ვიტამინების, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების განსაკუთრებული კომბინაციის დამსახურებით, ხაჭო ღირებული კომპონენტია როგორც პრაქტიკულად ჯანმრთელი პირის რაციონისთვის, ისე სამკურნალო დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვისაც.
ხაჭო მდიდარია ცილით, კალციუმით, A და B ჯგუფის ვიტამინებით. იგი მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმს.
ხაჭო განსაკუთრებით სასარგებლოა კბილებისა და ძვლისთვის.
თუ თქვენი შვილი მოდუნებულია, უჩივის უენერგიობას, ბავშვის რაციონში ჩართეთ ხაჭო.
ეს გემრიელი პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
ხაჭო დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
ზოგჯერ ხაჭოს ამდიდრებენ პრობიოტიკებით, შესაბამისად, ამ შემადგენლობით სასარგებლო ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემისთვისაც.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/318400#Are-there-any-negatives-to-
cottage-cheese