იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც მისგან მომზადებული სალათა არ უყვარდეს.
სალათის ფურცელი არაერთი კერძის მთავარი ინგრედიენტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
სალათის ფურცელი შეიცავს ბეტა-კაროტინს, B, C, E და P ვიტამინებს, სხვადასხვა ორგანულ მჟავას, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმსა და იოდს.
სალათის ფურცელი ენერგიით აგავსებთ, გაგიუმჯობესებთ გუნება- განწყობილებას.
თუ ზედმეტ წონას ებრძვით სალათის ფურცლები აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენი დიეტური რაციონის სიაში.
სალათის ფურცელი გამოირჩევა შემდეგი სასარგებლო თვისებებით:
- ანთების საწინააღმდეგოა;
- ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;
- გეხმარებათ მთელი ღამე მშვიდად გეძინოთ (რეკომენდებულია უძილობის მქონე პირებისთვის);
- ძლიერი ანტიოქსიდანტია;
- აქვს ანტიმიკრობული თვისებები;
- აქვეითებს შფოთვის დონეს.
წყარო:
https://www.organicfacts.net/health-benefits/vegetable/health-benefits-of-
lettuce.html