ორგანიზმში მიმდინარე რა ტიპის ცვლილებების სიმპტომია ღრძილების სიფერმკრთალე?
ნორმაში, ჯანსაღ ღრძილებს ვარდისფერი შეფერილობა აქვს, ფერმკრთალი იერი კი სავსებით შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემიის ფონზე განვითარდეს.
თუ ღრძილი თეთრია და ტკივილს იწვევს, სავარაუდოდ, გაცილებით სერიოზულ მდგომარეობასთან გაქვთ საქმე.
თუ შენიშნეთ, რომ თქვენმა ღრძილებმა შეფერილობა შეიცვალა და ამავდროულად სხვა სიმპტომებმაც იჩინა თავი, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი.
ფერმკრთალი ღრძილების მიზეზი შესაძლოა იყოს არაერთი პათოლოგიური პროცესი - გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღრძილების სიფერმკრთალესთან ერთად ვლინდება თითოეული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ანემია;
- ლეიკოპლაკია;
- მენოპაუზა;
- ორალური წითელი ბრტყელი ლიქენი.
ფერმკრთალი ღრძილების შემთხვევაში, ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, დროულად მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ღრძილების სიფერმკრთალეს თან ახლავს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
- სისხლდენა ღრძილებიდან;
- ღრძილების შეშუპება, ტკივილი;
- ზედმეტად უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- სიცხე;
- კბილების დაკარგვა;
- ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს;
- ღრძილის აბსცესი (ჩირქგროვა);
- პირში მეტალის გემო;
- ტკივილი სახის ან ყბის არეში.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/321914#when-to-see-a-doctor