უჩვეულოდ ძლიერი ან ხანგრძლივი მენსტრუალური  სისხლდენა

უჩვეულოდ ძლიერი ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენა

რა არის მენორაგია?

მენორაგია არის არანორმალურად ძლიერი ან ხანგრძლივი სისხლდენა მენსტრუაციის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა ხშირია, ქალების უმეტესობას არ აქვს იმდენად მძიმე სისხლის დანაკარგი, რომ მდგომარეობა მენორაგიად შეფასდეს.

მენორაგიის დროს ქალს უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, რადგან აწუხებს სპაზმი, კრუნჩხვა და დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი.

თუ შენიშნეთ, რომ ციკლის დროს სისხლი უჩვეულოდ ბევრია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არ ინერვიულოთ, რადგან მენორაგიის სამკურნალოდ არაერთი ეფექტური მეთოდია დანერგილი.

მენორაგიის სიმპტომებია:

  •  ყოველ საათში სისხლით იჟღინთება ტამპონი ან საფენი;
  •  მენსტრუაცია რომ აკონტროლოთ და სისხლის ლაქებისგან (საცვალზე, შარვალზე, კაბაზე) თავი დაიცვათ გჭირდებათ ერთზე მეტი საფენის გამოყენება;
  •  იძულებული ხართ ღამით გაიღვიძოთ და საფენი გამოიცვალოთ;
  •  მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ კვირაზე მეტია;
  •  ძლიერი სისხლდენის გამო გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
  •  შენიშნეთ ანემიის სიმპტომები (დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, დაქანცულობა).

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  •  ჰორმონული დისბალანსი;
  •  საკვერცხეების დისფუნქცია;
  •  საშვილოსნოს ფიბრომა;
  •  პოლიპები;
  •  ორსულობის გართულებები;
  •  ადენომიოზი;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი;
  •  სხვა დაავადებები;
  •  სისხლდენით მიმდინარე მემკვიდრული დაავადებები და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/menorrhagia/symptoms-
causes/syc-20352829