რიო-დე-ჟანეიროში ყველა სამედიცინო მუშაკს, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, პატივი მიაგეს.
რიოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, იესო ქრისტეს ქანდაკება, სპეციალური განათებით ექიმის ვირტუალური ხალათით შემოსეს. ქანდაკებაზე ასევე გამოჩნდა მედიკოსთა ფოტოებიც და სხვადასხვა ქვეყნის დროშა, რომელსაც ერთვოდა სიტყვა „იმედი“.
შეგახსენებთ, კორონავირუსი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 700 000-ზე მეტია.
წყარო: