რა არის მიასთენია გრავისი?
მიასთენია გრავისი პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება ნებითი კუნთების სისუსტითა და გადაღლით.
პროცესი გამოწვეულია ნერვებსა და კუნთებს შორის ნორმალური კომუნიკაციის მოშლის გამო.
სამწუხაროდ, დაავადების სრული განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მკურნალობის კურსით პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმპტომების მართვა, შემსუბუქება შესაძლებელია.
დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა სტატისტიკურად უფრო ხშირად ავადობენ 40 წლამდე ასაკის ქალბატონები და 60 წელს გადაცილებული მამაკაცები.
სიმპტომები
მიასთენია გრავისით გამოწვეული კუნთის სისუსტე მწვავდება მაშინ, როდესაც ადამიანი დაზიანებულ კუნთს იყენებს. სიმპტომები მსუბუქდება დასვენების ფონზე, შესაბამისად, კუნთის სისუსტე დროთა განმავლობაში ჩნდება და შემდეგ ისევ ქრება.
ცნობისათვის, სიმპტომები დროთა განმავლობაში პროგრესირებს და დაავადების ჩამოყალიბებიდან რამდენიმე წელში უკვე მწვავე ფორმითაა გამოხატული.
დაავადება მოიცავს ნებისმიერ ნებით კუნთს, თუმცა ყველაზე ხშირად ზიანდება თვალის, სახის, ყელის, კისრისა და კიდურის კუნთები.
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- ქუთუთოს მოდუნება;
- გაორებული მხედველობა;
- მეტყველების ცვლილება;
- ყლაპვის გაძნელება;
- ღეჭვასთან დაკავშირებული პრობლემები;
- იცვლება სახის გამომეტყველება;
- სიარულის მანერის შეცვლა;
- კისრის სისუსტის ფონზე პაციენტს უჭირს თავის შემაგრება და სხვა.
მიმართეთ ექიმს თუ გიჭირთ:
- სუნთქვა;
- მხედველობა;
- ყლაპვა;
- ღეჭვა;
- სიარული;
- კიდურების გამოყენება;
- თავის შემაგრება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/myasthenia-gravis/symptoms-
causes/syc-20352036