რა არის იპოქონდრია?
ავადმყოფობის შფოთვით აშლილობას ზოგჯერ იპოქონდრიის ან ჯანმრთელობაზე შფოთვის სახელწოდებით იცნობენ.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ეშინია, რომ უკვე ავადაა ან მომავალში სერიოზულად დაავადდება.
ეს შიში მაშინაც კი შეიძლება გქონდეთ, როდესაც ფიზიკური სიმპტომი არ გაწუხებთ, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელ პირად ითვლებით. ამასთან, იპოქონდრიის მქონე პაციენტს სრულიად უმნიშვნელო სიმპტომი ან ორგანიზმის ნორმალური მგრძნობელობაც კი საფრთხედ ეჩვენება, მაგალითად, თუ თქვენთვის დაღლილობა სამსახურში გადატვირთული სამუშაო დღის ფონზე აღმოცენებული ჩვეულებრივი მდგომარეობაა, დარღვევის მქონე პიროვნებისთვის სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომია.
შიში იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი სასწრაფოდ მიმართავს ექიმს - როგორც წესი, დიაგნოსტირების შედეგად დასტურდება, რომ ეს შიში ემოციური ფაქტორითაა გამოწვეული და რეალურად ორგანიზმში ფიზიკური დაავადება არ არის.
სამწუხაროდ, იპოქონდრია მწვავე დისტრესის გამომწვევია და ადამიანის ცხოვრების წესზე სერიოზულ გავლენას ახდენს, რადგან შინაგანი შფოთვა, შიში ადამიანს არ ტოვებს.
დარღვევა შესაძლოა გამწვავდეს ასაკის მატებასთან ერთად ან უშუალოდ სტრესული მოვლენის, სტრესის დროს.
პაციენტმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგს - ფსიქოთერაპია, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას, ამსუბუქებს სიმპტომებს.
იპოქონდრიის სიმპტომებია:
- სერიოზული დაავადების განვითარების შიში;
- შიში, რომ მსუბუქი სიმპტომები სერიოზული დაავადების მანიშნებელია;
- ჯანმრთელობის სტატუსზე მარტივად აღელვება;
- უარყოფითი დიაგნოზის მიუხედავად პაციენტი შვებას ვერ გრძნობს;
- შესაძლო ავადმყოფობის გამო იმდენად ისტრესება დღის განმავლობაში ფუნქციონირება უჭირს;
- ჯანმრთელობის რისკის შიშით ერიდება ადამიანთან კონტაქტს ან არ ერთვება აქტივობებში;
- მუდმივად საუბრობს ჯანმრთელობაზე და შესაძლო დაავადებაზე;
- ინტერნეტში იძიებს ინფორმაციას დაავადებების, გამომწვევი მიზეზებისა და სიმპტომების შესახებ;
- ექიმებთან ხშირი ვიზიტი, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების სურვილი.
იპოქონდრიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორებია: ოჯახური ანამნეზი, ცხოვრებისეული გამოცდილება, ხასიათი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/illness-anxiety-
disorder/symptoms-causes/syc-20373782