წნევის შეგრძნება თვალების, ლოყებისა და შუბლის არეში

წნევის შეგრძნება თვალების, ლოყებისა და შუბლის არეში

რა არის თავის სინუსური ტკივილები?

თავის სინუსური ტკივილი წარმოადგენს თავის ტკივილს, რომელიც პაციენტის მიერ შეიგრძნობა როგორც სინუსებში ინფექცია (სინუსიტი).

შესაძლოა გრძნობდეთ წნევას, ზეწოლას თვალების, ლოყებისა და შუბლის არეში. ამასთან, სავსებით შესაძლებელია გქონდეთ ერთგვარი ფეთქვის, პულსაციის შეგრძნება თავის არეში.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ადამიანს ჰგონია სინუსიტით გამოწვეული თავის ტკივილი აქვს, თუმცა რეალურად ტკივილის მიზეზი შაკიკია.

თავის სინუსური ტკივილის სიმპტომებია:

  •  ტკივილი, წნევა და სისავსის შეგრძნება ლოყების, შუბლისა თუ წარბის
  • არეში;
  •  ტკივილი მწვავდება, როდესაც ადამიანი წინ იხრება ან წვება;
  •  ცხვირის დახშობა;
  •  დაღლილობა;
  •  ზედა კბილებში ტკივილის შეგრძნება.

სინუსიტი თუ შაკიკი?

ძალიან მარტივია თავის სინუსური ტკივილები შაკიკში აგერიოთ, რადგან ეს ორი მდგომარეობა სიმპტომებით ერთმანეთს ჰგავს. ფაქტია, 90%-ში ზუსტი დიაგნოზია შაკიკი, თუმცა ადამიანს ჰგონია თავის სინუსური ტკივილები აქვს.

ერთი შეხედვით სიმპტომურად თითქმის მსგავსი მიმდინარეობისა, გარკვეული ნიშნები განსხვავებულია, კერძოდ, სინუსიტით გამოწვეულ თავის ტკივილს არ ახლავს თან გულისრევა ან ღებინება, ხმასა თუ სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა (ეს სიმპტომები უფრო შაკიკისთვისაა დამახასიათებელი).

ამასთან, როგორც წესი, სინუსიტი ყალიბდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის ან გაციების გამო.

გაითვალისწინეთ, თავის სინუსური ტკივილები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო შაკიკით გამოხატული თავის ტკივილი მიმდინარეობს რამდენიმე საათის, დღის ან მაქსიმუმ 2 დღის მანძილზე. მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

  •  თავის ტკივილი გაწუხებთ თვეში 15 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ხშირად გიწევთ ტკივილგამაყუჩებლის მიღება;
  •  გაქვთ მწვავე, ძლიერი თავის ტკივილი და დისკომფორტი ვერ გააყუჩა მედიკამენტმა;
  •  ხშირი თავის ტკივილის გამო გიწევთ სამსახურის გაცდენა, მოსწავლე ვერ ახერხებს გაკვეთილზე დასწრებას, ანუ ტკივილმა დაარღვია პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების ტემპი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sinus-headaches/symptoms-
causes/syc-20377580