ზრდის ფირფიტის მოტეხილობა - არე, რომელზეც ძვლის  ზრდის პროცესია დამოკიდებული

ზრდის ფირფიტის მოტეხილობა - არე, რომელზეც ძვლის ზრდის პროცესია დამოკიდებული

არ გამოგეპაროთ სიმპტომები.

რას ნიშნავს ზრდის ფირფიტის მოტეხილობა?

ამ ტიპის მოტეხილობისას ზიანდება ზრდის ქსოვილის ფენა, შრე; იგი მდებარეობს ბავშვის ძვლის დაბოლოებასთან ახლოს.

ზრდის ფირფიტა წარმოადგენს ჩონჩხის ყველაზე რბილ და სუსტ ნაწილს - ზოგჯერ ახლომდებარე იოგებსა და მყესებზე უფრო სუსტია.

ისეთი ტიპის ტრავმისას, როდესაც სახსარი იჭიმება (ზრდასრულებში), სავსებით მოსალოდნელია განვითარდეს ზრდის ფირფიტის მოტეხილობა (ბავშვებში).

ზრდის ფირფიტის მოტეხილობა საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რადგან სწორედ იგი განაპირობებს ძვლის ზრდას. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში მეორე კიდურთან შედარებით, დაზიანებული მხარე გაცილებით
მოკლე ან მოხრილია. ადეკვატური, სათანადო მკურნალობის დროს კი ზრდის ფირფიტის მოტეხილობა ყოველგვარი გართულების გარეშე იკურნება.

მოტეხილობის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ტკივილი და მგრძნობელობის მომატება;
  •  პაციენტს უჭირს დაზიანებულ კიდურზე წონის დატანა, კიდურის მოძრაობა;
  •  სახსართან ახლოს, ძვლის დაბოლოებულ არეში სითბო და შეშუპება.

გამომწვევი მიზეზი

როგორც წესი, ზრდის ფირფიტის მოტეხილობა გამოწვეულია დაცემით ან კიდურის ტრავმით, დარტყმით.
მაგალითად, დაზიანების მიზეზები შესაძლოა იყოს:

  •  ავტოავარია;
  •  სპორტი (ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა, ცეკვა, ტანვარჯიში);
  •  სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობა (ველოსიპედით სეირნობა, ციგურებით, თხილამურებით, სკეიტბორდით სრიალი და სხვა).

ზრდის ფირფიტის მოტეხილობა ბიჭებში უფრო ხშირია, რადგან გოგონები სიმაღლეში ზრდას უფრო ადრე ასრულებენ. მაგალითად, 12 წლის ასაკისთვის გოგონების უმეტესობის ზრდის ფირფიტა უკვე განვითარებული, მომწიფებულია და მყარი, მტკიცე ძვლითაა ჩანაცვლებული.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/growth-plate-
fractures/symptoms-causes/syc-20351979