გასტრიტი კუჭის ამომფენი გარსის ანთებაა.
ლორწოთი ამოფენილი გარსის ბარიერის ტრავმის ან დასუსტების შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ წვენს კუჭის ამომფენი გარსის დაზიანება შეუძლია, ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება ანთების ჩამოყალიბების რისკიც.
გასტრიტი ვითარდება არაერთი დაავადებისა თუ მდგომარეობის გამო, მაგალითად, ეს რისკ-ფაქტორებია: ბაქტერიული ინფექცია, ტკივილგამაყუჩებლების რეგულარულად მიღება, ხანდაზმული ასაკი, ჭარბი დოზით ალკოჰოლი, სტრესი, აუტოიმუნური გასტრიტი, რკონის დაავადება, პარაზიტული ინფექცია და სხვა.
ცხოვრების წესი გასტრიტის დროს
გარკვეული მეთოდებით ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით;
- მოერიდეთ საკვებს, რომელიც კუჭს აღიზიანებს (მაგალითად, შემწვარი, ცხარე, მჟავე, ცხიმიანი კერძები);
- მოერიდეთ ალკოჰოლს;
- თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს და შეატყვეთ, რომ ამის ფონზე მწვავდება (ან არსებობს გასტრიტის განვითარების საფრთხე) გასტრიტის სიმპტომები ექიმს აუცილებლად უთხარით. მედიკოსი შეგირჩევთ წამალს, რომელიც არ გაგიღიზიანებთ კუჭს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gastritis/diagnosis-treatment/drc-
20355813