გიყვართ ზეთისხილი?
წარმოგიდგენთ ზეთისხილის სასარგებლო თვისებებს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
როდესაც თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში იჭრებიან და ქოლესტეროლის ოქსიდაციის, ანუ ჟანგვის პროცესი მიმდინარეობს, სისხლძარღვები ზიანდება და არტერიებში ცხიმი ფორმირდება - ჯაჭვური რეაქციის ფინალი გულის შეტევის მომატებული რისკია.
შავი ზეთისხილი მდიდარია ანტიოქსიდანტური მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც ეფექტურად აფერხებს ოქსიდაციის პროცესს, შესაბამისად, ამცირებს გულის შეტევის რისკს.
ზეთისხილი შედგება ჯანსაღი ცხიმისგან, რაც აუცილებელია ცუდი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად.
კიბოს პრევენცია
შავი ზეთისხილი მდიდარია E ვიტამინით. ეს ვიტამინი ჩინებულად ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.
თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში იწვევს ოქსიდაციას, ასუსტებს და აზიანებს უჯრედს, აქვეითებს მის ფუნქციას. როდესაც უჯრედის დნმ ზიანდება, უჯრედი მუტაციას განიცდის და კიბოდ გარდაიქმნება.
კანი და თმა
შავი ზეთისხილი მდიდარია ცხიმოვანი მჟავითა და ანტიოქსიდანტებით, E ვიტამინით. ეს კომბინაცია კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ნაადრევი დაბერებისგან იცავს, ვიტამინებით კვებავს და ატენიანებს. ასეთივე ეფექტი აქვს თმის სტრუქტურაზე.
ზეთისხილი მდიდარია რკინით.
ზეთისხილი სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, თვალისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილებისთვის.
წყარო:
https://timesofindia.indiatimes.com/life-style/health-fitness/diet/7-reasons-you-must-eat-
olives/articleshow/18516484.cms