ლიმონი - C ვიტამინი თქვენი ორგანიზმისთვის

ლიმონი - C ვიტამინი თქვენი ორგანიზმისთვის

გიყვართ ლიმონი?

C ვიტამინი

ლიმონი C ვიტამინის წყაროა. იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, აძლიერებს უჯრედს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ C ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

C ვიტამინი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში, დადებითად აისახება სისხლძარღვების ფუნქციონირებაზე, აჯანსაღებს კანს. ამ ვიტამინის დამსახურებით ორგანიზმში გამომუშავდება სათანადო რაოდენობის კოლაგენი.

C ვიტამინი ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუცილებელია დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად, ანთებით გამოწვეული დაზიანების დონის შესამცირებლად. C ვიტამინით გაძლიერებული ორგანიზმი გაცილებით მარტივად ებრძვის ინფექციებს.

წონის კლება

ლიმონი შედგება საკვები ბოჭკოსგან, შესაბამისად, წონის დასაკლებად
ეფექტური საშუალებაა. ბოჭკო ადამიანს გაცილებით მარტივად ანაყრებს,
შესაბამისად, ძირითად კერძამდე წახემსების სურვილს უკარგავს.

თირკმლის კენჭები

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ლიმონის მჟავა თირკმლის კენჭებისგან გვიცავს.
ლიმონის მჟავის მეშვეობით, მოშარდვის სურვილი ძლიერდება, შესაბამისად,
ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიყოფა - ამ გზით მნიშვნელოვნად მცირდება
კენჭის ფორმირების რისკი.

რკინადეფიციტური ანემია

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლიმონი მდიდარია C ვიტამინითა და ლიმონის
მჟავით. ამ შემადგენლობის დახმარებით, ორგანიზმი კვების რაციონიდან
გაცილებით ეფექტურად და დიდი რაოდენობით რკინას ითვისებს, შესაბამისად,

თავს იზღვევთ რკინადეფიციტური ანემიისგან. ამასთან, ლიმონიც უშუალოდ შეიცავს გარკვეული დოზის რკინას.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ლიმონი შეიცავს საკვებ ბოჭკოს, შესაბამისად, ზრუნავს ნაწლავის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/6-lemon-health-benefits#TOC_TITLE_HDR_7